ფრანგული კინოს ლეგენდის ალენ დელონის ქალიშვილმა, 33 წლის ანუშკამ ,,ინსტაგრამზე” მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. გოგონამ თაყვანისმცემლებს აჩვენა, როგორ გამოიყურებოდა მსახიობი და სცენარისტი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
ერთ-ერთ ფოტოზე ალენ ქალიშვილი მკლავზე ეხუტება. მეორე ფოტო კი სავარაუდოდ, დელონის სიცოცხლის ბოლო დღეებშია გადაღებული. სურათზე ჩანს, როგორ უჭერს ხელს ვარსკვლავი ერთადერთ გოგონას.
,,გულში მეყოლები… მიყვარხარ, იცი, მხოლოდ შენ იცი, რამდენად. ვერასდროს ვიცხოვრებ შენს გარეშე, მე შენ მიყვარხარ და შენ? მამა, მიყვარხარ მამა,“ – წერს ანუშკა.
ლეგენდარულ მსახიობს ქალიშვილის გარდა ორი ვაჟი დარჩა: 59 წლის ენტონი და 30 წლის ალენ-ფაბიენი. მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია 24 აგვისტოს გაიმართა.