„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების პირველი განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
საკონსტიტუციოში ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული. სარჩელები პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შეიტანეს.