იაპონიას ტაიფუნი „შანშანი“ უახლოვდება

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ამინდის გაუარესების გამო ქვეყანაში უკვე გადაიდო ათობით ავიარეისი. შეზღუდულად მუშაობს ქვეყნის რკინიგზაც. დროებით დაიხურა სტიქიის ზონაში მდებარე ქარხნებიც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი „შანშანი“ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს, რის შემდეგაც ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოსკენ გადაადგილდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 200 კილომეტრს გადააჭარბოს.

მსგავსი თემები