მოლდოვაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა პარასპორტსმენებისთვისაც, მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.