როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

როსტოვის საინფორმაციო ,,ტელეგრამის არხები” იუწყებიან, რომ ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული.

რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი ,,როსრეზერვის” ,,ატლასის ქარხანა”. ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს.

ამ ბაზას ცოტა ხნის წინ 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

მსგავსი თემები