იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ. Reuters-ის ცნობით, 70 წლის ქალი და მისი 40 წლის ვაჟი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.
დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული.
კაზერტის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.