იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო.

შსს-მ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები