იაპონიაში ძლიერმა ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კუნძულ კიუშუს. ამ დრომდე ეძებენ 3 დაკარგულს.
ადგილობრივმა მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. სტიქიის ზონაში გაუქმებულია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ავიარეისები.