„საქართველომ რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ უნდა დაინახოს“ –  უილიამ კორტნი

კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. „მეგობარი აქტის განხილვა“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიხსნება საფრთხე. .. ქვეყანამ დემოკრატიული მომავალი არ უნდა დაკარგოს”, – აღნიშნა დიპლომატმა. უილიამ კორტნის შეფასებით, „რუსულ კანონს“ უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. „ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობდა,  ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების…

მეტი...

“აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა “ქართული ოცნების” მხრიდან”- ჯო უილსონი

„აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება“ – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. ჯო უილსონი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი. „ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა. სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში…

მეტი...

აშშ-ის კონგრესში “მეგობრობის აქტის”-ის მოსმენა მიმდინარეობს

ჰელსინკის კომისიაში ამ წუთებში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ. მოსმენაში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. ისინი დეტალური მოხსენებით წარდგებიან კონგრესმენების წინაშე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოსალოდნელ შედეგებზე. “მეგობრობის აქტის” ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.  

მეტი...

ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ, მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ქმედებები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ახალ ზომები არ არის მუდმივი.

მეტი...

„მომავლის სკოლა“ იხურება – გადაწყვეტილებას ე.წ „რუსულ კანონს“ უკავშირებენ

„მომავლის სკოლა“, რომელიც 32 წელია საქართველოში ფუნქციონირებს იხურება. ამის შესახებ კერძო სკოლის პედაგოგებმა განაცახდაეს. მათი თქმით, სკოლა ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ხოლო ინვესტორმა მათ დაფინანსებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო უარი თქვა. მასწავლებლები, გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ კანონის მიღებას უკავშირებენ. „32 წელია ამ სკოლაში ვართ, რამდენი აკრედიტაცია გავიარეთ. მოიძიეს ინვესტირი, რომელსაც უნდოდა რომ დაგვხმარებოდა, თუმცა გუშინ გამოგვიცხადეს აღარ უნდათო. სკოლა ფინანსური კრიზისის გამო ინვესტიციებზე იყო დამოკიდებული, რადგან ასეთი სიტუაციაა უკვე უარი თქვეს”- ამბობენ პედაგოგები.    

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და TIKA- ს პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA- ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო. დღეს, კი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, თუბა ოზუთოკი და მოწვეული სტუმრები, გურული…

მეტი...

„ცეცხლი 19- ჯერ გაუხსნეს“- მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს

მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.  სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულია ასევე მისი პირადი მცველი.  ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა. იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. როგორც მედია წერს, ბოლო პერიოდში ის მისი მისამართით განხორციელებული მუქარების შესახებ იუწყებოდა.

მეტი...

„ფრანგი ჯარისკაცი უკრაინაში რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“- ლავროვი

„უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მისივე განცხადებით, ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. „რაც შეეხება ფრანგი ინსტრუქტორების საკითხს, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო და ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ“ – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის,  სააგენტო Reuters-მა ფრანგ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში, ვოლოდიმირ ზელენსკის…

მეტი...

ესტონეთის პარლამენტში საქართველოს მთავრობის დასანქცირებას განიხილავენ

ესტონეთში წარადგინეს განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება. როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხმებით, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის. ისინი გმობენ საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის…

მეტი...

„ცდილობენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ“- მიხაილ გალუზინი

“არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება “მაიდნის” სცენარის განხორციელების მცდელობით“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა TASS-თან ინტერვიუში, საქართველოზე საუბრისას. გალუზინი ამბობს, რომ ევროპა ცდილობს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს. „ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ. არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება “მაიდნის” სცენარის განხორციელების მცდელობით“ – განაცხადა მიხაილ გალუზინმა. გალუზინმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ბევრ სუვერენულ…

მეტი...

„მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს“- პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილი, წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს. როგორც წერილში პატრიარქი ბრაძანებს, საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. „დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი – ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, – „თბილისში მოქმედი სალოცავები, -საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და „,ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე – შედეგი არაერთი ადამიანის…

მეტი...

მოსამართლემ 6 აქტივისტი 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო 4-ს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეების, მორიგი პროცესი გაიმართა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 6 აქტივისტი, რომელსაც შსს 2 მაისს გმირთა მოედანზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა, 500 ლარით დააჯარიმა, კიდევ 4-ს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, რადგან შსს-მ ისინი ვერ წარადგინა. „შერჩევით ნაწილზე, ნაწილი სამართალდამრღვევებისა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, ხოლო ნაწილ მათგანს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია სანქცირეული პირები და ვთქვათ, მხოლოდ ისტყვიერი შენიშვნით რა ნაწილში შემოიფარგლა, ჩემთვის ბუნდოვანია. უფრო მეტიც, საერთოდ უნდა შეეწყვეტა დღეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები“…

მეტი...

„საქართველოს მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს“- მიხეილ როთი

“კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს”-  წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. როგორც როთი ამბობს, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული. „კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“ – წერს როთი.    

მეტი...

გერმანიის ელჩი 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ელჩი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის დაზუსტებას აკეთებს: „დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ისინი ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს“, – ნათქვამია განმარტებაში. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება ძალადობის დაგმობაზე, თუმცა ელჩს დაკონკრეტებული არ ჰქონდა, რომელ ქვეყანას შეეხებოდა კანცლერის განცხადება. ელჩის მიერ…

მეტი...

,,MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად” – კონგრესმენი ვისი

,,MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად”, – ამის შესახებ კონგრესმენი მარკ ვისი საუბრობს. მის განცხადებას სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისია ავრცელებს. ,,შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს. ჩვენ ერთად ვგლოვობდით, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და გვერდიგვერდ ვიბრძოდით. MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას წინსვლისთვის”, – აცხადებს ვისი. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება.

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 269.702 გრ. „ჰეროინს’’, 0.1832 გრ. „ბუპრენორფინს’’, 3.64 გრ. „მეთადონს’’ (მარილი), 23.776 გრ. „მორფინს’’ (ფუძე), 39.986 გრ. „კოდეინს’’ (ფუძე) და 34.032 გრ. „თებაინს’’, საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,156 გრ. „ჰეროინი’’, დიდი ოდენობით – 0,02 გრ. „ბუპრენორფინი’’ და 0,6 გრ. „მეთადონი’’ 2024 წლის 30 მაისს, უკანონოდ გაასაღა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს ბათუმში…

მეტი...

ე.წ ოფშორების კანონი ძალაში შევიდა

ე.წ ოფშორების კანონი ძალაში შევიდა. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსგავსად ხელი მასაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა. ,,ქართლი ოცნების” პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ კანონპროექტზე 29 მაისს დაძლია. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ,,ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება: 1.აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან; 2.აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან; 3.საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს,…

მეტი...

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მოულოდნელად გარდაიცვალა ბარიში მცხოვრები და მომუშავე ემიგრანტი, ქალბატონი დარეჯან მაქაძე. გულმხურვალედ დასტირიან ემიგრანტ ქალბატონს მისი მეგობრები და ახლობლები. ქალბატონი დარეჯანი საუკეთესო შვილების დედა, რომელთაგანაც ერთ-ერთს კარგად ვიცნობთ ყველა… ჩვენი თეა, ბევრს გემახსოვრებათ, კოვიდის პერიოდში რამდენ სიკეთეს აკეთებდა, კარანტინის დროს, როგორ უშიშრად დადიოდა კარდაკარ და როგორ ეხმარებოდა სახლში გამოკეტილ ემიგრანტებს… დღეს თეას უნდა ჩვენი გამხნევება და სულიერად გამაგრება, ჩვენი მხარში დგომა და ჩვენი მოფერება. თეა, ძვირფასო, ჩვენი ჯგუფის ადმინისტრაცია ჯგუფის სახელით ვიზიარებთ და გისამძიმრებთ საყვარელი დედიკოს გარდაცვალებას, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს“,…

მეტი...

ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი განახლდა

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მოქალაქეთა ენერგეტიკულ გაერთიანებებს და ერთობლივ ქმედებებს, რაც ადგილობრივ თემებს აძლევს საშუალებას გაერთიანდნენ, აკონტროლონ საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები და ასევე იზრუნონ გარემოზე. ენერგეტიკული გაერთიანებები მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ ელექტროენერგიის გენერაციის საკუთარი წყარო საკუთარი სარგებლობის მიზნით, ასევე დაზოგონ და დააგროვონ ელექტროენერგია ან/და მიაწოდონ ქსელს და საკუთარი მოთხოვნის მოქნილობა შესთავაზონ ბაზარს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელთა ჯგუფს ასევე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაცია და მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი. „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა…

მეტი...

შვეიცარიის სენატმა უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე იმ მიზეზით, რომ დახმარების გეგმა არღვევს სესხის აღებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ინიციატივის ძირითადი ოპონენტები იყვნენ პარლამენტის ზედა პალატის მემარჯვენე წევრები. კანონმდებლების თქმით, აღნიშნული პაკეტი არღვევს ე.წ. „ვალის დამუხრუჭების“ შესახებ დებულებას. უკრაინისათვის დახმარება განკუთვნილი იყო ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენისა და შეკეთების მხარდაჭერისთვის.

მეტი...

გაუპატიურება, გატაცება, მკვლელობა – ვინ არის ბათუმელი სერიული მკვლელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მან 42 წელი გისოსებს მიღმა გაატარა, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ისევ დანაშაული ჩაიდინა. ეს იური სპარიხინის ისტორიაა, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, უფრო მეტი გააუპატიურა და დაკავების დროს ციხის დაცვას თავს დაესხა. იური სპარიხინი დაიბადა 1963 წლის 14 მარტს, ბათუმში. 1973 წელს სპარიხინის ოჯახმა დატოვა საქართველო და გადავიდა ნოვოროსიისკში. მისი მშობლები კანონმორჩილი და პატივსაცემი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ზრუნავდნენ შვილებზე. იურის უცნაური ქცევები ბავშვობის ასაკშივე გამოუვლინდა. აწამებდა ცხოველებს. ის და მისი უფროსი ძმა ბორისი სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა იური კარგი შეფასებით არ გამოირჩეოდა. ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და ქუჩაში კრიმინალებთან ატარებდა დროს. როგორც მისი…

მეტი...

„დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება. კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.

მეტი...

,,ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში ჩანს პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს ,,ბანდიტებს” – ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია 10-ობით ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა: ,,ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, “იდეალის” საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს “ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ. მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ … თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ”, – წერს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის…

მეტი...

„დირექტივებს არავისგან მივიღებთ” – ირაკლი კობახიძე

პრემიერი წინა ხელისუფლებას ,,აგენტურად” მოიხსენიებს, საერთაშორისო პარტნიორებს კი ,,დირექტივების” გაცემაში ადანაშაულებს. ირაკლი კოაბხიძე ამტკიცებს, რომ ენმ დირექტივებს სწორედ უცხოური სახელმწიფოებისგან იღებდნენ. მისივე თქმით, ამგვარ დირექტივებს “ქრთული ცნება” არ შეეგუება და მხოლოდ ეროვნული ინტერესით იმოქმედებს. „მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი და არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხოური სახელმწიფოებისგან. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ…

მეტი...

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

მეტი...

ქუთაისის სპორტულ სკოლაში, პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა

ქუთაისში, ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში, პედაგოგი მოსწავლეს თმებში სწვდა. მშობლის თქმით, თავდაპირველად ფაქტს იქ მყოფი ბავშვებიც ადასტურებდნენ და ეს სპორტული სკოლის დირექტორთან საუბრისასაც აღნიშნეს, თუმცა ამ ეტაპზე თვითმხილველი მოზარდები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუნახავთ. ,,მთავარი არხის” ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, სადაც დაზარალებულ ბავშვს თანატოლები წერენ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უხეში ფორმებით მიაყენა. ასევე მშობელი ამბობს, რომ როგორც გაარკვია ტანვარჯიშის წრეზე სიარული უფასოა, ის კი ყოველთვიურად პედაგოგს თანხას უხდიდა. ქუთაისის სპორტულ ააიპში ამბობენ, რომ ფაქტს მოიკვლევენ და დაინტერესდებიან, დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გატარდება.

მეტი...

,,სამარცხვინოა, საერთოდ გონზე არ არის რა პროექტზეა საუბარი” – კალაძე პრეზიდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ. „სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ“,…

მეტი...

,,ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქარტიას“ პოლიტიკურ სპექტრში არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია. მისივე განმარტებით, მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები. „ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს წარმოადგენენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ” – კალაძე

„ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ – თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. „როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზულია სანქციებზე საუბარი. მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ჩვენი ხელისუფლების…

მეტი...

,,ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი” – პრემიერი

,,ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას – ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია, არავის მივცემთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველამ დაინახა, რომ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს და საქართველოში რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი. „ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს არავითარი თვისებრივი გამოწვევა. ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას. ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია, არავის მივცემთ. რაც შეეხება…

მეტი...

„პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას ,,ოცნების“ თავდასხმების და ძალადობის შესახებ“ – ხაბეიშვილი 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ენმ-ს ოფისში მისულ ელჩებთან ,,ქართული ოცნების” ძალადობრივ ქმედებებზე და დაშინების მცდელობებზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ხაზი გასუვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს და ამიტომ ახლა თავდასხმებზეა გადასული. იხილეთ განცხადება: „სამი დღე გავიდა, რაც 100-მდე ბანდიტი თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს და ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული. გაგიკვირდებათ და 100 ადამიანიდან ერთის იდენტიფიცირებაც ვერ მოადინეს. ჩ ვენ ჩვენს პარტნიორებს  ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თავდასხმებს არამარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ადამიანებზე, მათ შორის იმ მუქარის შემცველ ზარებზე, რის შემდეგაც ჩვენი…

მეტი...

,,საშემოდგომოდ წარვადგენთ ოთხწლიან გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება” – კობახიძე

,,ჩემს ანგარიშში ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერის ანგარიშის წარდგენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, საშემოდგომოდ იქნება წარდგენილი ოთხწლიანი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარება. „ამ ანგარიშში არის ასახული გასული წლის ღონისძიებები, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბოლო რამდენიმე თვეზე. 8 თებერვლამდე მე წარვადგინე ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ და ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, ჩვენ საშემოდგომოდ…

მეტი...

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია“ – კობახიძე

პრემერის თქმით, სანქციებზე საუბარი შტატების მხრიდან არასერიოზულია. მისივე შეფასებით, სანქციებზე საუბარი კონტრპროდუქტიულია სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. „სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია და მეორე, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების  გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სანქციები, ამან დააზიანა ამერიკის იმიჯი საქარტველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და მათ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს და ეს აზიანებს აშშ-ს ინსტიტუტების იმიჯს“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი” – პრემიერი

,,გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე და შემდეგ ეს აიტაცეს კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, გაავრცელეს შესაბამისი დეზინფორმაცია. ეს ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი. „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი. პირველ რიგში, გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი.…

მეტი...

,,რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობის და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია” – პაპუაშვილი

„დღევანდელი დღე და ეს წიგნი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის. სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან წარმოვადგენ ერს, რომლის სამყაროსადმი მიმართება აგებულია შემწყნარებლობასა და სხვისი კულტურის, რწმენის, განსხვავებულობის პატივისცემაზე. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული საქართველოს თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამ წიგნის სახით, ჩვენ გვაქვს განძი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაციის და მშრალი ფაქტების არქივი. ეს არის ჩვენი ერთობის, და ამ ერთობაში გასაოცარი მრავალფეროვნების დასტური, სხვადასხვა…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგვთავაზა” – კობახიძე

,,სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგვთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი. „ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი. გახსოვთ ეს პროექტი არსებობდა ადრეც, ამას უწოდებდნენ ნათელაშვილს ფანჩატურს და ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის – ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები, აბსოლუტურად არაევროპული სახეები, ამას ვიტყვი პირველ რიგში, წარმატების პერსპექტივა ამ…

მეტი...