„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია“ – კობახიძე

პრემერის თქმით, სანქციებზე საუბარი შტატების მხრიდან არასერიოზულია. მისივე შეფასებით, სანქციებზე საუბარი კონტრპროდუქტიულია სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია და მეორე, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით.

როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების  გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სანქციები, ამან დააზიანა ამერიკის იმიჯი საქარტველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და მათ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს და ეს აზიანებს აშშ-ს ინსტიტუტების იმიჯს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები