„პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას ,,ოცნების“ თავდასხმების და ძალადობის შესახებ“ – ხაბეიშვილი 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ენმ-ს ოფისში მისულ ელჩებთან ,,ქართული ოცნების” ძალადობრივ ქმედებებზე და დაშინების მცდელობებზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ხაზი გასუვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს და ამიტომ ახლა თავდასხმებზეა გადასული.

იხილეთ განცხადება:

„სამი დღე გავიდა, რაც 100-მდე ბანდიტი თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს და ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული. გაგიკვირდებათ და 100 ადამიანიდან ერთის იდენტიფიცირებაც ვერ მოადინეს. ჩ

ვენ ჩვენს პარტნიორებს  ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თავდასხმებს არამარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ადამიანებზე, მათ შორის იმ მუქარის შემცველ ზარებზე, რის შემდეგაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას მამა საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან მძიმე ფაქტები მოყვა რამდენიმე შემთხვევაში, როცა მცირეწლოვან ბავშვებს ურეკავენ, პენსიონერ დედებს ურეკავენ აქტიური ადამიანებისას და ასევე ვსაუბრობთ საარჩევნო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და დღეს ჩვენ ოფისში ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ როგორმე იქნებ საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ესენი არ აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ამ ხალხის ამოცანა იქნება თავდასხმები, ძალადობა, დაკავებები, სამართლებრივი დევნა პოლიტიკოსებისა, სამოქალაქო აქტივისტების, თავისუფალი ადამიანების და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ დაკავებული ჰყავთ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ და მეტი არაფერი და ამ ადამიანებს უმახინჯებენ ცხოვრებას, როცა უმიზეზოდ ჰყავთ გამოკეტილი საპატიმროში და შესაბამისად, ამ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს ვაწვდით.

ასევე, მნიშვნელოვანია ესმოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ძალადობრივი მეთოდებით არ გასვლია არავის არასდროს და ტყუილად აქვს იმედი ივანიშვილს, რომ ვინმეს შეაშინებს, ან ვინმე უკან დაიხევს საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვაპირებთ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ბრძოლაში შევიდეთ, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ მომავალს და მე მინდა გავამხნეო საქართველოს მოქალაქეები – ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და აუცილებლად ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს. საქართველო იქნება ივანიშვილის გარეშე ევროკავშირთან ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ევროკაშირის ელჩები მივიდინენ. დიპლომტები შეხვდერას პარტიის თავმჯდომარესთან მართავენ.

მსგავსი თემები