„საქართველოს მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს“- მიხეილ როთი

“კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს”-  წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი.

როგორც როთი ამბობს, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული.

„კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“ – წერს როთი.

 

 

მსგავსი თემები