„მომავლის სკოლა“ იხურება – გადაწყვეტილებას ე.წ „რუსულ კანონს“ უკავშირებენ

„მომავლის სკოლა“, რომელიც 32 წელია საქართველოში ფუნქციონირებს იხურება. ამის შესახებ კერძო სკოლის პედაგოგებმა განაცახდაეს. მათი თქმით, სკოლა ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ხოლო ინვესტორმა მათ დაფინანსებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო უარი თქვა. მასწავლებლები, გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ კანონის მიღებას უკავშირებენ.

„32 წელია ამ სკოლაში ვართ, რამდენი აკრედიტაცია გავიარეთ. მოიძიეს ინვესტირი, რომელსაც უნდოდა რომ დაგვხმარებოდა, თუმცა გუშინ გამოგვიცხადეს აღარ უნდათო. სკოლა ფინანსური კრიზისის გამო ინვესტიციებზე იყო დამოკიდებული, რადგან ასეთი სიტუაციაა უკვე უარი თქვეს”- ამბობენ პედაგოგები.

 

 

მსგავსი თემები