იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მოულოდნელად გარდაიცვალა ბარიში მცხოვრები და მომუშავე ემიგრანტი, ქალბატონი დარეჯან მაქაძე. გულმხურვალედ დასტირიან ემიგრანტ ქალბატონს მისი მეგობრები და ახლობლები.

ქალბატონი დარეჯანი საუკეთესო შვილების დედა, რომელთაგანაც ერთ-ერთს კარგად ვიცნობთ ყველა… ჩვენი თეა, ბევრს გემახსოვრებათ, კოვიდის პერიოდში რამდენ სიკეთეს აკეთებდა, კარანტინის დროს, როგორ უშიშრად დადიოდა კარდაკარ და როგორ ეხმარებოდა სახლში გამოკეტილ ემიგრანტებს…

დღეს თეას უნდა ჩვენი გამხნევება და სულიერად გამაგრება, ჩვენი მხარში დგომა და ჩვენი მოფერება. თეა, ძვირფასო, ჩვენი ჯგუფის ადმინისტრაცია ჯგუფის სახელით ვიზიარებთ და გისამძიმრებთ საყვარელი დედიკოს გარდაცვალებას, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები