„ცდილობენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ“- მიხაილ გალუზინი

“არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება “მაიდნის” სცენარის განხორციელების მცდელობით“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა TASS-თან ინტერვიუში, საქართველოზე საუბრისას.

გალუზინი ამბობს, რომ ევროპა ცდილობს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს.

„ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ. არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება “მაიდნის” სცენარის განხორციელების მცდელობით“ – განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

გალუზინმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლას ახორციელებენ.

„ამჯერად დასავლელებმა გადაწყვიტეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოთი დაკავდნენ, თუმცა თავად აშშ-ში და სხვა მსოფლიოს „უმცირესობის“ ქვეყნებში ამ თემაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტები უკვე არსებობს ან განიხილება. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ თვალთმაქცური ბრალდებები მოდიოდა. ასევე, პერსონალური სანქციების გამოყენების მუქარა, საქართველოს „ევროატლანტიკური პერსპექტივების“ დაბლოკვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები