„ცეცხლი 19- ჯერ გაუხსნეს“- მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს

მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.  სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულია ასევე მისი პირადი მცველი.  ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა.

იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. როგორც მედია წერს, ბოლო პერიოდში ის მისი მისამართით განხორციელებული მუქარების შესახებ იუწყებოდა.

მსგავსი თემები