,,ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქარტიას“ პოლიტიკურ სპექტრში არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია.

მისივე განმარტებით, მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები.

„ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს წარმოადგენენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები