„ფრანგი ჯარისკაცი უკრაინაში რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“- ლავროვი

„უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მისივე განცხადებით, ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ.

„რაც შეეხება ფრანგი ინსტრუქტორების საკითხს, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო და ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ“ – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის,  სააგენტო Reuters-მა ფრანგ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს.

მსგავსი თემები