თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეების, მორიგი პროცესი გაიმართა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 6 აქტივისტი, რომელსაც შსს 2 მაისს გმირთა მოედანზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა, 500 ლარით დააჯარიმა, კიდევ 4-ს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, რადგან შსს-მ ისინი ვერ წარადგინა.
„შერჩევით ნაწილზე, ნაწილი სამართალდამრღვევებისა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, ხოლო ნაწილ მათგანს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია სანქცირეული პირები და ვთქვათ, მხოლოდ ისტყვიერი შენიშვნით რა ნაწილში შემოიფარგლა, ჩემთვის ბუნდოვანია. უფრო მეტიც, საერთოდ უნდა შეეწყვეტა დღეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები“ – ამბობს ადვოკატი.