„საქართველომ რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ უნდა დაინახოს“ –  უილიამ კორტნი

კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე.

„მეგობარი აქტის განხილვა“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიხსნება საფრთხე. .. ქვეყანამ დემოკრატიული მომავალი არ უნდა დაკარგოს”, – აღნიშნა დიპლომატმა.

უილიამ კორტნის შეფასებით, „რუსულ კანონს“ უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობდა,  ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ, შეიძლება უფრო შემდგომი დამატებითი რეპრესიული ზომები გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება გაიყინოს ამერიკული, იმ ორგანიზაციების აქტივები, სადაც ამერიკელები მუშაობენ,” – აღნიშნა დიპლომატმა.

მსგავსი თემები