ესტონეთის პარლამენტში საქართველოს მთავრობის დასანქცირებას განიხილავენ

ესტონეთში წარადგინეს განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება. როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხმებით, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის.

ისინი გმობენ საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.

განცხადების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ რიიგიკოგუ საჭიროდ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის,საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას.

 

მსგავსი თემები