„დირექტივებს არავისგან მივიღებთ” – ირაკლი კობახიძე

პრემიერი წინა ხელისუფლებას ,,აგენტურად” მოიხსენიებს, საერთაშორისო პარტნიორებს კი ,,დირექტივების” გაცემაში ადანაშაულებს. ირაკლი კოაბხიძე ამტკიცებს, რომ ენმ დირექტივებს სწორედ უცხოური სახელმწიფოებისგან იღებდნენ.

მისივე თქმით, ამგვარ დირექტივებს “ქრთული ცნება” არ შეეგუება და მხოლოდ ეროვნული ინტერესით იმოქმედებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი და არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხოური სახელმწიფოებისგან.

საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. ჩვენ არ გავითავლისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივებია, რა თქმა უნდა, არის პრინციპულად მიუღებელი. ასეთ დირექტივებს მიყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ის იყო აგენტურა“, – ამბობს კობახიძე.

მსგავსი თემები