აშშ-ის კონგრესში “მეგობრობის აქტის”-ის მოსმენა მიმდინარეობს

ჰელსინკის კომისიაში ამ წუთებში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ. მოსმენაში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. ისინი დეტალური მოხსენებით წარდგებიან კონგრესმენების წინაშე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოსალოდნელ შედეგებზე.

“მეგობრობის აქტის” ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

 

მსგავსი თემები