ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მობილურ ვეტკლინიკაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მობილურ ვეტკლინიკაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას განაგრძობს. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით ხორციელდება, რომლებიც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილურ და ვაქცინირებულ ცხოველებს იბარებენ. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

29 მაისიდან ნორვეგიაში რუს ტურისტებს აღარ შეუშვებენ

ნორვეგია, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს. ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა ,,არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით”. გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გამონაკლისები დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად. 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა და ტურისტული ვიზებს საერთოდ აღარ გასცემს.

მეტი...

გენერალური პროკურორის მოვალეობას ბაკურ აბულაძე ასრულებს

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო…

მეტი...

ქუთაისში, ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თანხა მოითხოვა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა. თავდამსხმელმა აღნიშნულის შემდეგ ობიექტი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მეტი...

ქუთაისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკში” შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ფულის წაღება, ჯერჯერობით უცნობია. ნიღბიანმა პირმა, სავარაუდოდ, ტერიტორიის დატოვება მოასწრო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ

საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს: „დაიკარგა ემიგრანტი საფრანგეთში, რომელიც ტულუზაში ცხოვრობდა. ბექა შამათავა 31 წლის. დაბადებული 1993 წლის 6 თებერვალს. მან ბოლო ზარი ქალაქ მარსელიდან განახორციელა 18 მაისს და მის შემდეგ მისი კვალი ქრება. (მარსელია მისი ბოლო ლოკაცია). გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა გაუჩინარდა მობილურიც გამორთული აქვს არც სოციალურ ქსელში არაა აქტიური. თუ ვინმეს გეცნობათ მოგვწერეთ. ის ამ დრომდე მიუწვდომელია“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

არ არის გამორიცხული, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობის ფაქტზე დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს

პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს, გამოგონილ სახელებს და, ორიგინალის ჩასანაცვლებლად, წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. მათ 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნები მოიპარეს. საქმესთან დაკავშირებით, ეს არის რიგით მეხუთე ადამიანი, რომელიც დააკავეს. გამოძიება “ევროჯასტის” ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. საუბარია, ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან წიგნების მოპარვაზე, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. დაკავებულს უკვე შეეფარდა…

მეტი...

მარტვილში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილს თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტვილის რაიონში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. მან შვილი დაჭრა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა”, – წერია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე…

მეტი...

,,სოფელი შოკშია” – რას ჰყვებიან რუსთავში მომხდარი მკვლელობის მოტივზე მოკლულისა და მკვლელის თანასოფლელები

კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია. მან მეუღლეს, მარიამ სოფრომაძესა და მის დედას, ინგა ბედაშვილს, ქუჩაში, სანადირო თოფიდან ხუთჯერ ესროლა. მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა მისი მეუღლე და სიდედრი, სკვერში, 9 თვის ჩვილს ასეირნებდნენ. მოკლული ინგა ბედაშვილი დაიბადა და გაიზარდა ბოდბეში. მომხდარი მკვლელობის მოტივზე მოკლულისა და მკვლელის თანასოფლელები საბრობენ: ,,ინგას მშობლებს 4 შვილი ჰყავდათ, ოთხივე გოგო. სოფელი შოკშია მას მერე, რაც ეს საზარელი ინფორმაცია გავრცელდა. მარიამის 9 თვის პატარა ხომ დარჩა დედის გარეშე და ინგას 4 შვილს რა ეშველება, არ ვიცი. სულ 5 შვილი ჰყავდა…

მეტი...

გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. მანამდე რიში სუნაკმა მეფე ჩარლზს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილებულია. სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა – დასახელდა COVID-19-ის პანდემია და რუსეთის უკრაინაში შეჭრა. მისი თქმით, ,,ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია”.

მეტი...

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისი თქმით, მკურნალობის პროცესს გადის და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. ,,მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის,…

მეტი...

ქობულეთში, 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

tv-25-ის ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ქაქუთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი.

მეტი...

რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია. მან მეუღლეს, მარიამ სოფრომაძეს და მის დედას, ინგა ბედაშვილს, ქუჩაში, სანადირო თოფიდან ხუთჯერ ესროლა. მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა მისი მეუღლე და სიდედრი, სკვერში, 9 თვის ჩვილს ასეირნებდნენ. „ყურსასმენები მეკეთა და ხმა ყურსასმენებშიც გავიგე, რომ გავიხედე, ხალხი გარბოდა, ის ისროდა. სანამ სკვერი გადავჭერი, მანამდე აქ იდგა და არ წასულა. ამბობენ, რომ გაჩერდა და თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციასო”, – ყვება თვითმხილველი. „ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი. გოგოები გარბოდნენ, ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს,…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს. მისი თქმით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა. ხარკოვის ოლქი ფრონტის ცხელი წერტილია. რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ახალი შეტევა და განაცხადეს, რომ დაიპყრეს რამდენიმე სოფელი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, ქალაქ ხარკოვთან. კრემლის ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ფრონტის ხაზი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტების წარდგენის გზით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას – 12 368 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული ოთხი კომპანიის სახელით გაწერეს ჯამში…

მეტი...

მარტვილში მამამ შვილი დაჭრა

მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

,,როცა მოსაზრება შემუშავდა, ,,ოცნებას” გავუგზავნეთ და კომენტარები ვთხოვეთ, არ უპასუხიათ” – ვენეციის კომისიის წევრი

ვენეციის კომისიის წევრი, დევის ქეი ,,ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, ის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა ,,ოცნება” კომისიას არ გამოხმაურებია, ან თქვეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. დევიდ ქეი სამართლის პროფესორი და ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორია. ,,რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას საქართველოსთან მიმართებაში- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან. როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა საქართველოს მთავრობას კომენტარისთვის და…

მეტი...

კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) სათავო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. გაცნობითი შეხვედრა, ,,TAPS“-ის 30- ე ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას TAPS-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზე განაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრთა მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოს…

მეტი...

ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ

ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რამაც აიძულა ისრაელი გაიწვიოს თავისი ელჩები ევროპის ორი სახელმწიფოდან (ირლანდია, ნორვეგია). სამი ევროპული ქვეყანა აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება არის საუკეთესო გზა ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლისას ირლანდიის პრემიერმინისტრმა საიმონ ჰარისმა თქვა: “დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს, თითოეული ჩვენგანი გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის”. მან ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მომავალ დღეებში სხვა ქვეყნების მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. ამ განცხადებიდან მალევე ესპანეთის პრემიერმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა აღიარებს…

მეტი...