ვენეციის კომისიის წევრი, დევის ქეი ,,ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, ის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა ,,ოცნება” კომისიას არ გამოხმაურებია, ან თქვეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. დევიდ ქეი სამართლის პროფესორი და ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორია.
,,რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას საქართველოსთან მიმართებაში- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.
როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა საქართველოს მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ.
პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?
ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი ,,ქართული ოცნება” არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა”, – ამბობს ის “ამერიკის ხმასთან”.
ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ ჭკვიანური იქნებოდა პასუხის ჩამოყალიბება – “არ მგონია, რომ საკმარისია მთავრობის მხრიდან იმის თქმა, რომ იცით, ეს პოლიტიკური, ან პოლიტიზირებულია. თუ შეხედავენ, რა წერია მოსაზრებაში, ნახავენ რომ ის ძალიან კონკრეტულია”.