ნორვეგია, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს. ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა ,,არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით”.
გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გამონაკლისები დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.
2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა და ტურისტული ვიზებს საერთოდ აღარ გასცემს.