მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.