ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მობილურ ვეტკლინიკაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მობილურ ვეტკლინიკაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას განაგრძობს.

სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით ხორციელდება, რომლებიც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილურ და ვაქცინირებულ ცხოველებს იბარებენ.

თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424.

მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მსგავსი თემები