გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. მანამდე რიში სუნაკმა მეფე ჩარლზს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა – დასახელდა COVID-19-ის პანდემია და რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
მისი თქმით, ,,ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია”.