შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს. პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი,”- ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მსგავსი თემები
-
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე რჩებიან – გადაკეტილია საავტომობილო გზა
მომიტინგეები, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა... -
“უტარდება ოპერაცია, მონახულება ამ დროისთვის შეუძლებელია”- სახალხო დამცველის აპარატი ქაცარავაზე
“შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე... -
„ეს კანონი პუტინმა 2012 წელს მიიღო, გამოიყენება საზოგადოების რეპრესირებისთვის“- პრეზიდენტი
„ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული,...