“გავრილოვის სპეცოპერაცია ჩემი ხელისმოწერით ვერ დაკანონდება” – ეკა ხერხეულიძე

გავრილოვის სპეცოპერაცია ჩემი ხელისმოწერით ვერ დაკანონდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

“ვიღაცას პოლიტიკა ლაჩრობა გონია,
ვიღაცას დაუსაბუთებელი კომპრომისი,
ვიღაცას კონფორმიზმი,
ვიღაცას საკუთარი კომპლექსების თავშესაფარი…
აი, მე არცერთი არ მგონია…

არცერთ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას (შეფასებითი კი არა,დასაბუთებული) სიბეცის წუნი არ დასდებია.უსინდისობის, მითუმეტეს..
დრო იყო ვიღაცეებს დსთ ეგონათ ხსნა,შევარდნაძე თანამედროვე პოლიტიკის კორიფე და დღემდე ევროპაში ფანჯრის გამჭრელ სინათლედ მიიჩნევენ…

მოკლედ, დრომ სხვა რამ აჩვენა…ზემოთ ჩამოთვლილი წარმოდგენების ხალხი დღეს მადლობას თავისუფლებას უხდის, რაც ძალიან კარგია და ესაა უმთავრესი დაფასება გაწეული ბრძოლის.

მაგრამ, ვხედავ, რომ ისევ ეშლებათ….ვწუხვარ, ცხადია…განვიცდი,მაგრამ ეს გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებს.

ის რომ დოკუმენტი არსებობს,ეს არის ბრძოლის შედეგი.ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ან არ მოწერა არ არის აკვიატება. კარგია, რომ გაჩნდა ვადამდელი არჩევნები ( და ეს ჩვენი მხრიდან ნამდვილად კომპრომისული იქნება თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად განვიხილავთ)მაგრამ სხვა საკითხები, როგორიც არის იგივე ადმინისტრაციით არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური საქმეებით დევნა და 20 ივნისის ამნისტიაზე ხელის მოწერა(სადაც ის დამნაშავეებიც იგულისხნებიან,ვინც თვალები დათხარა ჩვენს თანამოქალაქეებს)მიმაჩნია ამორალურად.

გავრილოვის სპეცოპერაცია ჩემი ხელისმოწერით ვერ დაკანონდება.
ყველას აქვს საკუთარი სინდისი და იმის მიხედვით იხელმძღვანელონ.
რაც შეეხება პატიმრებს, ამაზე აღარ განმეორდები.ასგზის ვთქვი და ვისაც ეს აინტერესებს, მათთვის ისედაც ცნობილია”, – წერს ეკა ხერხეულიძე.

მსგავსი თემები