„დღეს იწყება მძიმე გამოწვევა“ – შარლ მიშელი პრეზიდენტს ხვდება   

საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანია და აწი იწყება მძიმე სამუშაო.

„სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა, რომ ამან იმუშაოს“, – აცხადებს შარლ მიშელი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდა და ამ წუთებში, პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება.

შარლ მიშელი დღესვე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტიკურ პარტიებს.

მსგავსი თემები