„მათ უჩნდებათ სურვილი, როცა აქეთ მხარეზე ყველაფერი არის მოწესრიგებული, არღიცხვაც, თანხის გადახდაც, იქაც იყოს ასე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიმ განაცხადა, მისივე ინფორმაციით, აფხაზებთან, ელექტროენერგიასთან დაკავშორებით 90 – იანი წლების შეთანხმების საფუძველზე კომუნიკაცია ახლაც ხდება, როგორც ნარმანია ამბობს, სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან ანაზღაურების სანაცვლოდ მიეწოდებათ: „აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავაც გამოწვევაა, ის შეთანხმება, რაც 90 წლებიდან მომდინარეობს, ელექტროენერგიის 40/60 ზე პროპორციით გაყოფასთან დაკავშირებით ეს პროპორცია სრულდება, მეტი ენერგიის გადადინება აფხაზეთის მხარეს არ მოხდება, როცა ენგურჰესზე წყალია რ არის ძირითადად ზამთრის თვეებში, აფხაზეთს უწევს ელექტროენერგიის მიღება რუსეთის ფედერაციიდან, სხვა შემთხვევაში, როცა ენგურჰესზე არის წყალუხვობა, მიეწოდებათ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც თავის დროზე არსებობდა, თუმცა მათ უჩნდებათ სურვილი, როცა აქეთ მხარეზე ყველაფერი არის მოწესრიგებული, აღიცხვაც, თანხის გადახდაც და ა.შ იქაც იყოს ასე, იმიტომ რომ ენერგიას, რომელსაც ისინი იღებენ რუსეთიდან არ არის უფასო და შესაბამისად გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ხდება, რა თქმა უნდა ენგურჰესის ფარგლებში სხვა დანარჩენი ონფორმაცია არ მაქვს,“ – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მსგავსი თემები
-
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“- ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის... -
აქციის რამდენიმე მონაწილე 500-500 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა. აქციის რამდენიმე... -
„რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა. “ოცნება” “ოცნება” არაა,“- კონგრესმენი
„ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება – მას არ შეუსრულებია ის პირობა,...