ხობში, მეორე დღეა, 40 წლამადე კაცს ეძებენ. დაკარგული დავით ტყებუჩავა ბოლოს გუშინ, ე.წ კოლხეთის დასახლების მიმდებარედ, დილის საათებში ნახეს. ოჯახის თქმით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.