2-თვიანი პაუზის შემდეგ, ჰავაიზე კილაუეას ვულკანი კვლავ გააქტიურდა. კრატერის გააქტიურება ადგილობრივი დროით 15:15 საათზე დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სტიქიური ადგილი დასახლებული პუნქტის მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, კილუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.