,,ეს კაცი არის სომეხი ხალხის დამღუპველი”- სიმონიანი ფაშინიანზე

კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები არ მოსწონს და აცხადებს, რომ ფაშიანიანი სომეხი ხალხის დამღუპველია.

მისი თქმით, ვერ ხვდება, როგორ შეიძლება არსებობდეს ”თუნდაც ორი სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ფაშინიანს.”

„მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს თუნდაც ორი სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ფაშინიანს. მეტიც, ისიც მიკვირს, საკუთარი დედა როგორ უჭერს მხარს. ეს კაცი არის სომეხი ხალხის დამღუპველი. ის პირდაპირ სულში გვაფურთხებს  და რატომ ვუთმენთ ამდენს? ის მოვიდა არასამართლიანი არჩევნების და რევოლუციის შედეგად, ვინ არის საერთოდ ის? მე მახსოვს მასთან შეხვედრა, როცა ის აირჩიეს და მოსკოვში ჩამოვიდა და ცნობილ სომხებს შეგვხვდა. მე მას დავუსვი კითხვა, როგორია თქვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში-თქო. პასუხი იყო მკვახე და უხეში, მისაყვედურა, როგორ მოგვმართავო, თქვენ კი არა, ჩვენ უნდა თქვა, როცა სომხებს ახსენებთო. მე არ ვარ სომხეთის მოქალაქე და ზოგადად, რანაირი სომეხი ვარ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში. ერთხელ პუტინთან ერთად და მეორედ, ტიგრანთან ერთად“ – აცხადებს სიმონიანი.

მსგავსი თემები