გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
,,6 მეტრი ჰქონდა სახლს სიმაღლე და იქიდან რომ წამოვიდა მეწყერი, დამარხა ის სახლი მთლიანად. მარტო მოხუცი იყო სახლში ამ დროს”, – აცხადებს ადგილობრივი (კომენტარ ”ტვ პირველი” ავრცელებს).
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.