დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
„იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. სიხარული შედეგია სიყვარულისა, გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა სიონის ტაძარში.