კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
მისივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
,,დნეპროს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი ქალის. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება,”- წერს კლიჩკო.
კიევში მაღალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი