სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია რუსულ ნომრიანი ძვირადღირებული ჯიპების კოლონა, რომელსაც დაცვა მიყვება და რომელიც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილდება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული მანქანით ჩეჩნები გადაადგილდებიან, კერძოდ კი რამზან კადიროვის „ხალხი.“ ოფიციალური განცხადება, ვინ არიან რუსული სანომრე ნიშნებით შემოსულები, რომელთა გადაადგილება საკმაოდ თვალშისაცემია, არ გაკეთებულა. კოლონა დააფიქსირეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ურეკში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში. ადამიანები, ვინც აღნიშნული მანქანებით გადაადგილდებიან, იარაღებითაც პოზირებენ.
მსგავსი თემები
-
,,რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე ძალადობა წამებას უტოლდება” – არასამთავრობოების განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები აპრილი-მაისის პერიოდში გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ და დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით... -
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,... -
,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა” – აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა
,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს… სანამ პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, ცენტრში დამაგდეს, მერე...