ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, მისი ინტერესთა ზონიდან საბრძოლო ხომალდები გაიყვანოს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-სთან დიალოგს ითხოვს. როგორც ლი შანფუ აცხადებს, საერთო ენის გამონახვა აუცილებელია, რომ  ვითარების დაძაბვა არ მოხდეს.

„ჩინეთი ისწრაფვის აშშ-სთან დიალოგი აწარმოოს. ვაშინგტონთან ღია  კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული იქნება.   განსხვავების მიუხედავად, ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მან ერთი შემთხვევაც გაიხსენა, რომელიც ახლახან მოხდა. კერძოდ, როგორც ლი შანფუმ აღნიშნა, ჩინეთის საბრძოლო ხომალდი კინაღამ შეეჯახა ამერიკულს, რომელიც ტაივანის სრუტეში, კანადასთან ერთად წვრთნებში მონაწილეობა და წყლებში აშშ-ის და კანადის ყოფნას პროვოკაცია უწოდა.

მისი შეფასებით, თუ აშშ-ს კონფლიქტის დაძაბვა არ სურს, ჩინეთის ინტერესთა ზონიდან საბრძოლო ხომალდები უნდა გაიყვანოს.

 

მსგავსი თემები