„როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ” – მეუფე იაკობის ქადაგება

„ამერიკაზე და ევროპაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს მტერი ვინ არის? ვისაც დაპყრობილი ვყავარ და ის ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ თავისუფალი გავხდე“ – აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო ქადაგებისას.

მეუფემ  მეგობრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორია როცა ამბობენ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია-ო.

„არასწორი გამოთქმაა: „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“-ო. დღეს შეიძლება, ჩვენი ძველი მტრები ჩვენი მტრები არ იყვნენ, იმპერიები ყოველთვის შემოდიოდნენ საქართველოში და იბრძოდნენ.  მარტივად გეტყვით ამის მაგალითს. ძალიან დიდი ხანი ვიყავით სპარსელების დაპყრობილი, შემდეგ რაღაც პერიოდი ოსმალეთის იმპერიამაც დაგვიპყრო, ერთმანეთში ომობდნენ და მაშინ, რომელიმე ჩვენი მეგობარი იყო? ხომ, ჩვენი მტრის მტერი იყო? ანუ, იგივეობა იყო იმაში, რომ მაინც მტერი იყო. მინდა ვთქვა, რომ ამერიკაზე და ევროპაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ, დღეს მტერი ვინ არის? ვისაც დაპყრობილი ვყავარ და ის ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ თავისუფალი გავხდე“ – იქადაგა მეუფემ.

მეუფემ 2008 წლის ომის გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვენი დაღუპული ბიჭები მიატოვეს რა არც კი გამოიყვანეს.

„როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ? 2008 წლის ომის შემდეგ თვითონ მაქვს ნანახი რუსეთის მხარეს როგორ იდექი და როგორ ქილიკობდი ქართველების მიმართ, ჩვენი დაღუპული, გმირი ბიჭების მიმართ. ეკლესიას უფლება აქვს ილაპარაკოს, რადგან 2008 წელში მაშინდელი სამარცხვინო ხელისუფლების მოთავეებმა, პრეზიდენტიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო მიატოვეს ბიჭები და პატრიარქმა გამოიყვანა იქიდან. თავი დავიმცირეთ რუსეთის წინააღმდეგ შევედით, რომ ჩვენი ბიჭები იქ არ დაგვეტოვებინა“,- იქადაგა  მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი თემები