ვრცელდება ინფორმაცია, რომ „კადიროველები“ საქართველოში გადაადგილდებიან

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია რუსულ ნომრიანი ძვირადღირებული ჯიპების კოლონა, რომელსაც დაცვა მიყვება და რომელიც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილდება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული მანქანით ჩეჩნები გადაადგილდებიან, კერძოდ კი რამზან კადიროვის „ხალხი.“  ოფიციალური განცხადება, ვინ არიან რუსული სანომრე ნიშნებით შემოსულები, რომელთა გადაადგილება საკმაოდ თვალშისაცემია, არ გაკეთებულა. კოლონა დააფიქსირეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ურეკში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში. ადამიანები, ვინც აღნიშნული მანქანებით გადაადგილდებიან, იარაღებითაც პოზირებენ.

მსგავსი თემები