ბალარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, დააკავეს.
41 წლის ანდრეი დმიტრიევი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო სოციალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს. ის გუშინ, 11 იანვარს მინსკში დააკავეს.
მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.