სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

დაკავებული ბადრი ესებუა ქუთაისში, მე-2 საპატიმროში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

 

შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მსგავსი თემები