წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ჩატარდა და გამოძიება დაიწყო.
მანქანას ცეცხლი გვიან, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე წაუკიდეს. ცეცხლი შვილმა შეამჩნია, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. მანქანა მთლიანად დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით დაიწყო.
მანქანა პირადი იყო და არა სამსახურეობრივი.