უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 39 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 39 000; ტანკი – 1 704; ჯავშანტექნიკა – 3 920; საარტილერიო სისტემა – 863; სარაკეტო სისტემა – 251; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113; თვითმფრინავები – 221; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 713; საკრუიზო რაკეტები – 167; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 803; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 72
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდს.