„დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“ – პაატა იმნაძე საჯაროდ აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „კოვიდ 19“-ის   საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით გაიკეთა. აღიშნულით მან ყველას მოუწოდა, ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში და ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. მინდა, ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის პროცედურის დასრულების შემდეგ.

პაატა იმნაძის გარდა, აცრა კიდევ არაერთმა მედპერსონალმა ჩაიტარა. პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.

მსგავსი თემები