„ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით“ – ევროპელი მედიატორი

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დღის წესრიგი შეცვლილია. ევროპელი მედიატორი ქვეყნის დატოვებას შედეგის მიღწევის გარეშე არ აპირებს, ამიტომ  მოლაპარაკების პროცესი დღეს დილიდან გრძელდება.

„დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით. პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება.  ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ.  ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით.

მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის“ – განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის იწყებს, შემდეგ კი დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასთან.

ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.  

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში დღეს მიემგზავრება პრემიერ-მინისტრის, რომელიც კონკრეტული შედეგებით უნდა ჩავიდეს.

მსგავსი თემები