რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

  •  

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საპასუხო ნაბიჯს ახვედრებს და სანქციებს სანქციებით პასუხობს, – ამის შესახებ რამზან კადიროვმა გუშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, პომპეოს ჩეჩნეთში აღარ მიიწვევს. ასევე, შეჰყავს სანქციების სიაში.

„ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა, მისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ამით ამაყობს.

„ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კადიროვმა.

ცნობისთვის, 20 ივლისს აშშ-მ რამზან კადიროვს და მის ოჯახს წევრებს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესა. რამზან კადიროვი შავ სიაში, ადამიანის უფლებათა პერმანენტული დარღვევის, სექსუალური უმცირესობების დევნის, უკანანო სასიკვდილო განაჩენების და სხვა დარღვევების გამო მოხვდა.

მსგავსი თემები